Sunday, May 4, 2014

საპროექტო სწავლების ტრენიგის შეჯამება

მნიშვნელოვანი ამ პროექტში არის ის,რომ ვიმუშავეთ წიგნის ელექტრონულ ვერსიაზე; აგრეთვე, შევქმენით ბლოგები და "გუგლ-დრაივში" მნიშვნელოვანი ნამუშევრების შენახვა. ზოგადად აღვნიშნავ, რომ პროექტებით სწავლება ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება როგორც ჩემთვის, ისე ჩემი მოსწავლეებისთვის.ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ ლევან ღურწკაიას და განათლების სამინისტროს.

პროექტის დღესასწაულის აღნიშვნა გასართობ ცენტრში პრეზენტაცია

პროექტის დღესასწაულების აღნიშვნა გასართობ ცენტრში პორტფოლიო

Wednesday, April 30, 2014

მე-8 დღის რეფლექსია.

განვიხილეთ მოსწავლის სწავლების თავისებურებები;
გარდნერის ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს;
ფაილებისა და საქაღალდეების ატვირთვა ელექტრონულ დისკზე, პრეზენტაცია ბლოგზე.

პროექტის პრეზენტაცია

Sunday, April 27, 2014

მე -7 დღის რეფლექსია

გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ვერსიები.

განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები.

ვიმუშავეთ შეფასების დაგეგმვის ცხრილზე.


Wednesday, April 23, 2014

მე- 6 დღის რეფლექსია:


ჩვენი დღევანდელი მიზანი იყო , თუ  როგორ  შეიძლებაინტერნეტი  გამოვიყენოთ  პროექტზე  მუშაობის  პერიოდში.

გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები  პროექტის  გამოყენების  შესახებ.

განვიხილეთ მოსწავლეთა მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ  და  პასუხისმგებლობით  გამოყენების  გზები. პროექტის გეგმებში  შევიტანეთ  საჭირო  ცვლილებები.
შევინახეთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომები  და  მათი  შეფასების  ფორმები.